loader

"გადაცემის შემდეგ ატყდება, რატომ წახვედი ნანუკასთან" - ჩანგლის ინციდენტის შემდეგ ლალი მოროშკინას პირველი სტუმრობა "ნანუკას შოუში" 6 წლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაცემის შემდეგ ატყდება, რატომ წახვედი ნანუკასთან" - ჩანგლის ინციდენტის შემდეგ ლალი მოროშკინას პირველი სტუმრობა "ნანუკას შოუში" 6 წლის შემდეგ

6 წლის წინ "ნანუკას შოუში" გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა შეადგენდა. გამოკითხვით გაირკვა, რომ წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ქალბატონები ლალი მოროშკინა და "ტელეიმედის" ერთ-ერთი სახე ნუკი კოშკელიშვილი გახდნენ. როგორც აღმოჩნდა, ლალი მოროშკინასთვის ეს ფაქტი მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ამის გამო ყოფილმა ტელეწამყვანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარ რედაქტორ თაკო ფხაკაძეს. ლალი მოროშკინა ამ დროს ზედმეტად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც ადასტურებს და დაზარალებულიც. ფხაკაძეს კისრის არეში ჭრილობა  მიაყენა, იარაღი კი, ამ შემთხვევაში, ჩანგალი იყო... თბილისის საქალაქო სასამართლომ ლალი მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინციდენტის შემდეგ ლალი მოროშკინა "ნანუკას შოუში" პირველად მივიდა.