loader

რა გახდა 67-ე სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა 67-ე სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი

განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა.

უწყებაში შესული არაერთი საჩივრის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა.

შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.