loader

"გარდაეცვალა ბიძაშვილი, მცირეწლოვანი ბავშვი და ამის გამო ნერვიულობდა" - ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილ ახალგაზრდაზე მეზობლები საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაეცვალა ბიძაშვილი, მცირეწლოვანი ბავშვი და ამის გამო ნერვიულობდა" - ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილ ახალგაზრდაზე მეზობლები საუბრობენ

თვითმხილველის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილმა პირმა რამდენჯერმე თქვა, რომ ცუდად იყო, თუმცა პოლიციელები მაინც აკავებდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, პაატა პავლიაშვილი პერიოდულად სვამდა, თუმცა ალკოჰოლდამოკიდებული არ ყოფილა. მათივე თქმით, ორი წლის წინ ძმა მოუკვდა, ასევე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა ბიძაშვილი, მცირეწლოვანი ბავშვი და ამის გამო ნერვიულობდა. "ის კონფლიქტური არ ყოფილა", - აღნიშნა მეზობელმა ქეთინო თოდრიამ.

შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე წუხელ მოხდა. 33 წლის პაატა პავლიაშვილი დაკავების დროს გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.