loader

ნუკი კოშკელიშვილი ორსულადაა? - ტელეწამყვანი თბილისში გავრცელებულ ჭორებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნუკი კოშკელიშვილი ორსულადაა? - ტელეწამყვანი თბილისში გავრცელებულ ჭორებს პასუხობს

ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის და მისი მეუღლის, ბენ ჩაიმის შესახებ თბილისში ჭორები ხშირად ვრცელდება.

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ნუკის ორსულობის შესახებ ალაპარაკდნენ. ეჭვები იმ ვიდეომ გამოიწვია, რომელიც ნუკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ვიდეორგოლი ავტომობილით გადაადგილების დროს არის გადაღებული და ჩანს, რომ წყვილს მანქანის სავარძელზე ბავშვის კალათა უდევს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "რეიტინგი" კოშკელიშვილს დაუკავშირდა:

- ნუკი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ელოდებით...
- არ არის ეს ინფორმაცია მართალი. მეც და ბენსაც გვინდა, შვილი გვყავდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის. ძალიან გაგვეხარდება, ასე რომ იყოს.