loader

"ანი საოცრად თბილი და მეგობრულია" - ვინ არის "ჩიკას ყოფილი ქმარი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანი საოცრად თბილი და მეგობრულია" - ვინ არის "ჩიკას ყოფილი ქმარი"

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას პერსონაჟი ყველაზე პოპულარულია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ახალ სეზონზე ძირითადი მოვლენები სწორედ მის გარშემო ვითარდება.

რამდენიმე კვირის წინ სერიალში ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, ჩიკას ყოფილი ქმარი - ნიკა თვაური. სიუჟეტის მიხედვით, ჩიკას და ნიკას საერთო ვაჟი სანი ჰყავთ.

ნიკა თვაურის პერსონაჟს სერიალში მსახიობი გოჩა აბაშიძე განასახიერებს.

„ჩიკა 90-იან წლებს რომ იხსენებდა, ის კადრები სიბნელეში გადაიღეს, ჩემი სახე ახლო კადრით არ ჩანდა. ეს ეპიზოდი ეკრანზე გავიდა თუ არა, ბევრმა ადამიანმა დამირეკა. მეკითხებოდნენ - შენ ხარ? მიგამსგავსე, შენი ხმა
იყოო...

ანი ჩირაძე როგორიც არის სერიალსა და რეალურ ცხოვრებაში, მსგავსი რადიკალიზმი არ მინახავს. ჩიკა ვიცით როგორია, ანი კი საოცრად თბილი და მეგობრული გოგოა“ - აცხადებს მსახიობი.

ინტერვიუს გოჩა აბაშიძესთან ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 2 ნოემბრის ნომერში.