loader

ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც სიძე-პატარაძალი იჯდა სატვირთოს შეეჯახა და გზიდან გადავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც სიძე-პატარაძალი იჯდა სატვირთოს შეეჯახა და გზიდან გადავარდა

ქობულეთი - ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს სამი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას ექსპლუატაციისა და წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლენად მძიმე დაზიანება გამოიწვია.