loader

რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათებები უკვე დამონტაჟდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათებები უკვე დამონტაჟდა

თბილისში, ახალ წელთან დაკავშირებით გარკვეული სიურპრიზები იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთ კვირაში პრეზენტაციას გამართავს.
"საახალწლო განათებებთან დაკავშირებით ერთ საერთო პრეზენტაციას გავაკეთებთ, დაახლოებით ერთ კვირაში. გარკვეული სიურპრიზებიც არსებობს", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

მისივე ინფორმაციით, საახალწლოდ მორთულობა გარეუბნებსაც მოიცავს. კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთან, ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ ამას სიურპრიზად დატოვებს.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე