loader

„მამამისს ღვინოს გაბზარული თასით აწვდიდნენ“ - რა ელოდა ძველად პატარძალს, თუ ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„მამამისს ღვინოს გაბზარული თასით აწვდიდნენ“ - რა ელოდა ძველად პატარძალს, თუ ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა

- პატარძალი ქალწული თუ არ აღმოჩნდებოდა, რა ელოდა მას?
- ქორწილის მეორე დღეს ვაჟის ოჯახი რძლის ოჯახს იწვევდა სახლში. თუ პატარძალი ქალიშვილი არ იყო, ქალის ოჯახიდან მოსულ მამაკაცს მიაწვდიდნენ ღვინით სავსე თასს, რომელიც გაბზარული იყო. ამ დროს ქალი უკან უნდა წაეყვანათ. ასეთი წესიც არსებობდა: პირველი ღამის შემდეგ, მეორე დღეს, თუ პატარძალი მამამთილს და ქმარს პირის დასაბანად წყალს არ დაუსხამდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქალიშვილი არ იყო. პატარძლის მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ, ვისთან შეცდა მათი ქალიშვილი და მას აიძულებდნენ ცოლად შერთვას.

- როგორ სჯიდნენ ქალს ღალატის შემთხვევაში?
- ქმარს შეეძლო მისი დასჯა და ამის რამდენიმე ფორმა არსებობდა: ცხვირის მოჭრა, მკერდის მოკვეთა, სახედარზე უკუღმა შესმა და ქუჩაში გატარება.