loader

რას უკავშირდება ანუკი არეშიძის დიზაინერული ხედვის ცვლილება - ANOUKI 2018 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას უკავშირდება ანუკი არეშიძის დიზაინერული ხედვის ცვლილება - ANOUKI 2018

თბილისის მოდის კვირეულზე დიზაინერ ანუკი არეშიძის ჩვენებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ჟურნალი VOGUE-ი წერს, "ექსპო ჯორჯიაში" წარდგენილი კოლექცია განსხვავდება ანუკის ხელწერისგან.
დიზაინერის გარდასახვა შეიძლება მისი მეუღლის, კახი კალაძის თბილისის მერად არჩევას უკავშირდებოდეს.

ანუკი არეშიძე ქალაქის პირველი ლედია. ეს მითქმა-მოთქმა რომ გვერდზე გადავდოთ, უნდა აღინიშნოს, რომ ანუკიმ წარმატებას აღმოსავლეთ ევროპის გარეთაც მიაღწია. იგი საკუთარ პროდუქციას ფართო ბაზარზე ყიდის. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში მილანში გამართულ პრეზენტაციაზე დიდი ყურადღებით სარგებლობდა.

არეშიძის წლევანდელი კოლექცია ვერცხლისა და სხვა კაშკაშა ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა. საზოგადოების ყველაზე დიდი მოწონება შრეებიანმა კაბამ დაიმსახურა, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს ბრჭყვიალა წინწკლები სძენს. დიზაინერის ახალ კოლექციაში ორიგინალურ ფეხსაცმელებსაც აღმოაჩენთ.