loader

როგორ გამოიყურება მიწისქვეშა გადასასვლელი გუშინდელი დასუფთავების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მიწისქვეშა გადასასვლელი გუშინდელი დასუფთავების შემდეგ

თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში უახლოეს მომავალში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.

მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური პროექტი, რომელიც მთლიანად დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში სათვალთვალო კამერის მოწყობას ითვალისწინებს. ლევან ჯღარკავას თქმით, ამ ყველაფერს ერთიან მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზებული დეპარტამენტი გაუწევს.


ავტორი: ნიკა საჯაია