loader

"ეს არის უსინდისობა, მიცვალებულის უპატივცემულობა" - ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის უსინდისობა, მიცვალებულის უპატივცემულობა" - ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე

მთაწმინდაზე, ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

აღნიშნულის გამო პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლეილა ცომაიამ განაცხადა, მათ მხოლოდ ორი პლაკატი ჰქონდათ და მდუმარე აქციის გამართვას აპირებდნენ.



ავტორი: ეკა ბახუტაშვილი