loader

ვერტმფრენიდან გადმოყრილი ნაკურთხი კანფეტები მოსწავლეებს სასულიერო პირებისგან: ვის შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერტმფრენიდან გადმოყრილი ნაკურთხი კანფეტები მოსწავლეებს სასულიერო პირებისგან: ვის შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება?

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს შესაძლო გადაცდომის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით განხორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც ცნობილია, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.