loader

ვინ წარადგენს საქართველოს "მის სამყაროზე"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ წარადგენს საქართველოს "მის სამყაროზე"?

26 ნოემბერს, ამერიკის ქალაქ ლას-ვეგასში, AXIS at Planet Hollywood-ში გაიმართება სილამაზის საერთაშორისო კონკურს «მის სამყარო 2017»-ის გრანდიოზული ფინალური შოუ. ღონისძიება პირდაპირი ეთერით გადაიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეკომპანია FOX-ის მიერ.

წელს 66-ე «მის სამყაროს» ფინალზე საქართველოს წარადგენს «ვიცე-მის საქართველოს» ტიტულის მფლობელი, "იმიჯ ცენტრის" წარმატებული მოდელი მარიტა გოგოძე.

ღონისძიების ფარგლებში, მარიტა გოგოძე მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა წინაშესარჩევ ტურში, რისთვისაც წინასწარ ინტენსიურად ემზადებოდა.

“მის საქართველოს” ეროვნულ ჩაცმულობასა და საღამოს კაბებზე ტრადიციულად იზრუნა პროექტ “მის საქართველოს” პარტნიორმა, მოდის სახლმა “მარიონელამ”.

წარმატებას ვუსურვებთ მარიტას ამ საპასუხისმგებლო და პრესტიჟული კონკურსის ფინალში.