loader

სისხლისმღვრელი ჯალათი, რომლის ტყვიებსაც მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და სანდრო ახმეტელი ემსხვერპლნენ - ვინ იყო კაცი, რომელსაც არავის და არაფრის ეშინოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლისმღვრელი ჯალათი, რომლის ტყვიებსაც მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და სანდრო ახმეტელი ემსხვერპლნენ - ვინ იყო კაცი, რომელსაც არავის და არაფრის ეშინოდა

კომუნიზმმა ახალი პროფესია წარმოშვა. პროფესია ჯალათი - ადამიანთა დამხვრეტი. საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების სიცოცხლის დასასრული ორ კაპიკიანი ტყვიით. შსს-ს არქივში ათასეულობით ტომებია დაცული დახვრეტილთა შესახებ, მაგრამ მწირია ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ აღასრულებდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას. ერთ-ერთი ასეთი, ვისაც განაჩენი სისრულეში მოჰყავდა, ზახარ შაშურკინი გახლდათ. სავარაუდოდ, მის მიერ გასროლილ ტყვიებს ემსხვერპლნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი და უცნობი ადამიანები.

ჯალათზე შსს-ს არქივში, მხოლოდ ავტობიოგრაფიაა დაცული, სადაც დემოგრაფიული მონაცემები და სამუშაო გამოცდილებაა აღნიშნული. საარქივო მასალებში გაბნეულია ჩეკას თანამშრომელთა ჩვენებები, სადაც შაშურკინის სამუშაო პროცესში მომხდარ ისტორიებს ვეცნობით. საბჭოეთის მთავარი სისხლისმღვრელი ჯალათის ფსიქოპორტრეტზე მწირია ინფორმაცია, თუმცა საქმეებში მრავლადაა მის მიერ მოკლული ადამიანების შესახებ დახვრეტის ოქმებში ხელმოწერები.

მიუხედავად შაშურკინის შემზარავი სამუშაო სპეციფიკისა, ის საზოგადოებაში სხვადასხვა როლს წარმატებით ასრულებდა... ოჯახში დესპოტი, ნაცნობებთან გულღია შაშურკინი და სამსახურში ბინძური საქმეების ერთგული შემსრულებელი... ასეთია მისი პიროვნება. მის დესპოტიზმზე მეტყველებს ცოლის შერთვის ისტორიაც... როგორც ირკვევა, ზახარს დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროინდელ სახელმწიფოში. შაშურკინს არაფრის და არავის შიში არ გააჩნდა.

იყო ჯალათი, მუშაობდე ადამიანების ხოცვისთვის ეს განაჩენია. განაჩენი, რომელიც საკუთარი თავისთვის გამოჰქონდათ ნებაყოფლობითი ჯალათობისთვის... არგუმენტი სისტემამ შექმნა ჯალათი სადაო საკითხია... სისტემის სისხლიან ეპოქას წინ აღუდგენენ დახვრეტილები, გადასახლებულები, აგონიაში მყოფი ქართველები... საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ადამიანური ფასეულობები.


ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


იხილეთ ტყვიის საფასურის სხვა სიუჟეტები