loader

ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე - დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე - დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე, მე-11 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად დაზიანება მიიღო სამმა პირმა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.