loader

როგორია სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი კლინიკიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი კლინიკიდან

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონკრეტულად რა დაზიანებები მიიღო მან სროლებისა და აფეთქებების შედეგად, ამ დროისთვის უცნობია.

დაჭრილ სპეცრაზმელს ექიმები შესაბამის დახმარებას ამ წუთებში უწევენ. შესაბამისად, დეტალები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწორედ სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას კიდევ ორი პირი დაიჭრა, ამ ეტაპზე მისი დადასტურება ვერ ხერხდება.