loader

"ძალიან ვღელავ, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის" - მეუფე შიოს პირველი კომენტარი პატრიარქის მოსაყდრეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ვღელავ, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის" - მეუფე შიოს პირველი კომენტარი პატრიარქის მოსაყდრეობაზე

მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განუცხადა, რითაც პატრიარქის მიერ მის მოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება მისთვის "უდიდესი ჯვარია".

"მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაიგო.

"ეს არის განსაკუთრებული ვითარება. ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთ ვითარებას. უახლოეს მომავალში გამოჩნდება ვალდებულებები როგორი იქნება", - აღნიშნა მან.



ავტორი: ეკა ბახუტაშვილი