loader

"დედას დაურეკა, მიშველე, ვიხრჩობიო" - ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც "ლეო გრანდში" ხანძრის დროს დაიღუპნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედას დაურეკა, მიშველე, ვიხრჩობიო" - ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც "ლეო გრანდში" ხანძრის დროს დაიღუპნენ

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია.

დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს გარდაცვლილების ახლობლებმა განუცხადეს. დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

გუშინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.


ავტორი: ნინო ხოზრევანიძე