loader

როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი" - დაათვალიერეთ საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი" - დაათვალიერეთ საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი

სასტუმრო "ლეო გრანდი", რომელშიც გუშინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.

როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.

იხილეთ ასევე:

"ატყდა ჩოჩქოლი, სიგნალიზაციის ხმა არ იყო, საშინელი კვამლი იდგა" - სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

"დედას დაურეკა, მიშველე, ვიხრჩობიო" - ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც "ლეო გრანდში" ხანძრის დროს დაიღუპნენ