loader

საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება

ელექტროავტობუსების წარმოებისთვის თბილისის მიმდებარედ 4 ლოკაციაა შერჩეული.
ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "ფრეგობასის" დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.

"ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაციაა შერჩეული. აქედან ორი თბილისის, ორი კი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ კვლევების შედეგების შედეგად შეირჩევა საწარმოსთვის ოთხიდან ერთი ლოკაცია. დაახლოებით წელიწად-ნახევარში კი პირველი სამრეწველო პროდუქცია გვექნება", - აცხადებს პატარაია.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს.

ამასთან, პატარაიას ცნობით, საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.