loader

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას შენიღბული მოტივი ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას შენიღბული მოტივი ჰქონდა

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით). ასევე, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სარჩელით, რომელიც მერაბიშვილის დაცვის მხარემ სტრასბურგში გააგზავნა, ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა გამოიხატებოდა იმაში, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას შენიღბული მოტივი ჰქონდა და ის პოლიტიკური მოტივებით იყო გამოყენებული.