loader

"ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა მერიაში პირბადით დადის" - კახა კალაძის ხუმრობა ვიცე-მერზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა მერიაში პირბადით დადის" - კახა კალაძის ხუმრობა ვიცე-მერზე

პირბადეების აქცია ძალიან კრეატიული იყო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ე.წ. პირბადეების აქციას. მისი განცხადებით, თბილისის მერიაში პირველადი ინფორმაცია შევიდა, რომ დაზიანებული იყო ძეგლები და ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო.

"აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა, პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, თითქოს ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში", - განაცხადა კახა კალაძემ.