loader

"წადი ტრ***ში" - უკრაინული მედიის მტკიცებით, რუსი პრანკერი პოროშენკოს კვირიკაშვილის სახელით "აშაყირებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წადი ტრ***ში" - უკრაინული მედიის მტკიცებით, რუსი პრანკერი პოროშენკოს კვირიკაშვილის სახელით "აშაყირებს"

რუსმა პრენკერმა ლექსუსმა (ალექსეი სტოლიაროვი) უკრაინის პრეზიდენტს პოროშენკოს საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის სახელით დაურეკა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და აქვეყნებს აუდიო ჩანაწერს გაშიფრული ტექსტით.

მათი მტკიცებით, პოროშენკომ რუს პრანკერს უთხრა, რომ სააკაშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ცხელ კვალზე გამოიჭირეს. მას აკავებენ და მის მიმართ რაიმე განსაკუთრებულად მკაცრი ზომების გატარებას არ აპირებენ. ჩანაწერში პოროშენკოს სახელით მოსაუბრე მამაკაცი აცხადებს, რომ პუტინს უკრაინაში დესტაბილიზაცია ნებისმიერი გზით სურს, მათ შორის სააკაშვილის გამოყენებით. პრანკერი, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტს ვითომ საქართველოს პრემიერის სახელით ელაპარაკება, მას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ საქართველოში სააკაშვილი არავის სჭირდება. საუბრის დასასრულს პრანკერი და სავარაუდო პრეზიდენტი ერთმანეთს არაეთიკურად მოიხსენიებენ. ჩანაწერს პორტალი strana.ua ავრცელებს.