loader

11 წლის ინდოელი გენიოსი, რომელმაც IQ ტესტში ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე მაღალი ქულა აიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 წლის ინდოელი გენიოსი, რომელმაც IQ ტესტში ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე მაღალი ქულა აიღო

ე.წ. გენიოსების ნიშნული მენსას IQ ტესტში140 ქულაა, 11 წლის არნავ შარმამ კი 162 ქულა აიღო, მაქსიმალური შედეგი, რასაც კი, სავარაუდოდ, ადამიანმა შესაძლოა მიაღწიოს.

მისი მაჩვენებელი 2 ქულით მეტია გერმანელ ფიზიკოს ალბერტ აინშტაინისა და ასტროფიზიკოს ჰოკინგის შედეგებზე. თუმცა, ამ ორი მეცნიერიდან IQ ტესტი არცერთს გაუკეთებია. ვარაუდობენ, რომ მათი მაჩვენენელი 160 უნდა იყოს.

ინდური წარმოშობის ბრიტანელმა არნავმა ტესტი მომზადების გარეშე ჩააბარა და მანამდე არასოდეს უნახავს მსგავსი დავალებები.
არნავი „ინდეფენდენთთან“ ამბობს, რომ ტესტის გასაკეთებლად 2 საათზე მეტი დასჭირდა.

„მომზადებული არ ვიყავი, თუმცა არ მინერვიულია. ჩემი ოჯახი გაოგნდა, მაგრამ ძალიან გაუხარდათ, როდესაც შედეგი ვუთხარი,“ - ამბობს პატარა გენიოსი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე