loader

შუადღის შესვენებისას კაკლით წახემსება საუკეთესო გადაწყვეტილებაა - გაიგეთ, ნიგოზის სასარგებლო თვისების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შუადღის შესვენებისას კაკლით წახემსება საუკეთესო გადაწყვეტილებაა - გაიგეთ, ნიგოზის სასარგებლო თვისების შესახებ

შუადღის შესვენებისას კაკლით წახემსება ორგანიზმს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ელემენტებით, ანაყრებს და კლავს შიმშილის გრძნობას. ნიგოზი რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის,მკურნალობისა და დაღლილობის მოსახსნელად, ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს.

ნიგოზი მიკროელემენტ ბორის ერთადერთი წყაროა, რომელიც საჭიროა ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ამცირებს მოტეხილობის რისკს, სახსრების ტკივილსა და ტეხას. ნიგოზი შეიცავს სპილენძს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის აწევას, ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით, განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, თუ დიდხანს გიწევს გაუნიავებელ ოთახში ყოფნა.

ნიგოზში ბევრი მინერალი და მიკროელემენტია, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ის მდიდარია უჯრედისებით, რომელიც აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას და სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს.

ნიგოზი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯერ ცხიმებს, დამტკიცებულია, რომ ვინც ყოველდღე ჭამს არანაკლებ 5 ცალ ნიგოზს, სისხლში ქოლესტერინის დონე 12%-ით უმცირდება.