loader

ფეხმოტეხილი შველი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკიდან თბილისში გადმოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხმოტეხილი შველი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკიდან თბილისში გადმოიყვანეს

2018 წლის 5 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეინჯერებმა ნახეს ღობეში გაბმული შველი. შველს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ინფორმაციას ამის შესახებ GSPSA ავრცელებს.

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორისა და "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების"-GSPSA-ს თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ტრავმირებული შველი თბილისში გადმოიყვანეს.

ვეტერინარულ კლინიკა "აიბო"-ში მას პირველადი და გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება გაუწიეს.. რენტგენოლიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა წინა კიდურის მოტეხილობა. მოხდა მოტეხილობის ადგილზე თაბაშირის დადება. შველი გადაიყვანეს თბილისის ზოოპარკში შემდგომი მოვლა-პატრონობის, დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით. გამოჯანმრთელების შემთხვევაში შველი დაბრუნდება ნაკრძალში.