loader

ტკივილი, წვა, სიმძიმე ფეხებში და ქვედა კიდურების შეშუპება - მეთოდი, რომელიც ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ჩხვლეტით შველის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტკივილი, წვა, სიმძიმე ფეხებში და ქვედა კიდურების შეშუპება - მეთოდი, რომელიც ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ჩხვლეტით შველის

სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი და წვა - ვარიკოზისათვის დამახასიათებელი ნიშნებია. სტატისტიკური მონაცემებით, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ყოველ მესამე ქალსა და მეათე მამაკაცს აღენიშნება. დაავადება უმეტესად იმ ადამიანებში იჩენს თავს, რომლებსაც ფეხზე დგომა ხშირად უწევთ.

ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. "ლაზერული აბლაცია" არის მეთოდი, რომლის დროსაც დაზიანებული ვენა სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება. ულტრაბგერითი კვლევის ქვეშ დაზიანებული ვენის არეში ჩხვლეტენ კანს, სადაც ლაზერული სხივის მიმტანი კათეტერი შეჰყავთ. ეს უკანასკნელი იწყებს გადაადგილებას სისხლძარღვის სანათურში, რის შემდეგაც ლაზერული სხივი ვენის შიდა კედელზე ზემოქმედებს. სითბური ენერგიით ხდება ვენის კედლის შეწებება.