loader

"არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რითაც აღვწერ ჩემს სიყვარულს შენდამი" - ანუკი არეშიძემ ქმარს დაბადების დღეზე მილანიდან თბილისში ჩამოაკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რითაც აღვწერ ჩემს სიყვარულს შენდამი" - ანუკი არეშიძემ ქმარს დაბადების დღეზე მილანიდან თბილისში ჩამოაკითხა

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ იუბილარი იყო. ის 40 წლის გახდა. კახა კალაძემ დაბადების დღე ჩვეულებრივ სამუშაო ატმოსფეროში გაატარა, თუმცა საღამოს მას მეუღლემ სიურპრიზი მოუწყო.

ანუკი არეშიძე ქმრის დაბადების დღისთვის მილანიდან თბილისში ჩამოვიდა. წყვილმა საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარა. ანუკიმ ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

"არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რითაც აღვწერ ჩემს სიყვარულს შენდამი. მე იღბლიანი ვარ, რადგან მომეცა შანსი, ჩემი ცხოვრება ასეთი კაცის გვერდით გამეტარებინა და მყოლოდა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენს სიყვარულს და მხარდაჭერას ყოველდღე ვგრძნობ, რაც მე უფრო ძლიერს მხდის! დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო! მიყვარხარ!"- წერს ანუკი.




წყარო