loader

პირველი მფრინავი ქალის გაუჩინარების საიდუმლოს ფარდა აეხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი მფრინავი ქალის გაუჩინარების საიდუმლოს ფარდა აეხადა

მეცნიერები მიუახლოვდნენ ავიაციის პიონერის, ამელია ერჰარტის გაუჩინარების საიდუმლოს გახსნას. ერჰარტმა პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს, 1937 წელს კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ტენესის უნივერსიტეტის პროფესორი ამტკიცებს, რომ 1940 წელს წყნარი ოკეანის კუნძულ ნიკუმაროროზე აღმოჩენილი ცხედრის ნაწილები სწორედ გაუჩინარებულ მფრინავ ქალს ეკუთვნოდა.

ამელია ერჰარტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიატორი იყო. მისი თვითმფრინავი 1937 წელს იმ დროს გაქრა, როდესაც ამელია დედამიწის გარშემო ფრენას გეგმავდა. ცნობილი ამერიკელი მწერალი და ავიაციის პიონერი კაპიტან ფრედ ნუანოსთან ერთად იყო, როდესაც მათი თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე მიფრინავდა. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავმა სწორედ მაშინ განიცადა კატასტროფა.