loader

ქმარმა ცოლს სცემა და მაკრატლით დაჭრა - 36 წლის კაცი 65 წლის ახლად შერთულ ცოლს 6 საათის განმავლობაში აწამებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქმარმა ცოლს სცემა და მაკრატლით დაჭრა - 36 წლის კაცი 65 წლის ახლად შერთულ ცოლს 6 საათის განმავლობაში აწამებდა

36 წლის ახალდაქორწინებული მამაკაცი 65 წლის ცოლის წყლის ცნობილი მეთოდით წამებაშია ბრალდებული. ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.

რიჩარდ დევიდ შლოსერი ცოლს, რომელზეც 2 თვის წინ დაქორწინდა, კალიფორნიაში, ნიუპორტის სანაპიროზე მდებარე სახლში დაესხა თავს. ამ დროს შლოსერი ნარკოტიკული ნივთიერებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. შლოსერმა ცოლის მიმართ წამების ცნობილი მეთოდი, უოთერბორდინგი (Waterboarding - წამების ობიექტს სახეზე აფენენ ნაჭერს და განუწყვეტლივ ასხამენ წყლის ჭავლს. ამ მეთოდს იყენებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური ტერორისტების დაკითხვისას) გამოიყენა.

ოლქის პროკურორის, მარკ ჯელერის ინფორმაციით, შლოსერი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა.  განაგრძეთ კითხვა