loader

მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული

მეგან მარკლის ქორწილის შემდეგ მედიის ყურადღება მისმა ყოფილმა ქმარმა და 41 წლის ნიუიორკელმა პროდიუსერმა ტრევორ ენგელსონმა მიიპყრო. ამის შესახებ FoxNews-ი წერს.

როგორც US Weekly წერს, ენგელსონი ტრეისი კურლენდზე, მის ექიმზე დაინიშნა. ისევე, როგორც მარკლისთვის, ენგელსონისთვისაც ეს მეორე ქორწინება აღმოჩნდა.

მეგანმა და ტრევორმა 2004 წელს გაიცნეს ერთმანეთი და შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2011 წელს, 102 უახლოესი ადამიანის გარემოცვაში, იამაიკაზე ოფიციალურად იქორწინეს.

ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე მეგანი როლზე დაამტკიცეს სატელევიზიო შოუში - Suits, რის შემდეგაც წყვილი ერთად დროს თითქმის ვეღარ ატარებდა. შესაძლოა,  სწორედ ამან გამოიწვია 2013 წელს მათი დაშორებაც, რის ოფიციალურ მიზეზადაც წყვილმა განსხვავებული ინტერესები დაასახელა.

19 მაისს დიდ ბრიტანეთში პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა.