loader

"ეს ცეკვა ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი" - რას ამბობს ქალი, რომელმაც შვილების ქორწილში რძლებთან ერთად "სამაია" იცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ცეკვა ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი" - რას ამბობს ქალი, რომელმაც შვილების ქორწილში რძლებთან ერთად "სამაია" იცეკვა


სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დედამთილი - მარი ფუტკარაძე ორ რძალთან ერთად ქორწილში საოცრად ცეკვავს "სამაიას". ვიდეოს იმდენად რეკორდული გამოხმაურება მოჰყვა, ქალბატონი მარი ხუმრობით ამბობს, მგონი მთელმა მსოფლიომ გაიგოო...

- ენით ვერ აღვწერ, რამდენი ხალხი მირეკავს აღფრთოვანებული, ეს რა ვნახეთ, რა გააკეთეო... ნამდვილად არ ველოდი ასეთ რეაქციას, ვერც წარმოვიდგენდი! მეუღლე გარდაცვლილი მყავს და სიმღერა და ცეკვა მას მივუძღვენი. სიმღერაშიც ჩანს - "ვაჟის მამა შინ არ არის, მზევ შინ შემოდიო"... ყველა მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და მთელი ქორწილის სტუმრები ტიროდნენ. ჩემი
იდეა იყო ასეთი, მსურდა რძლებთან ერთად მეცეკვა. ორი შვილი ერთად გამიბედნიერდა და რა უნდა ყოფილიყო ამაზე დიდი სიხარული?! ორი დედოფალი მყავდა ერთად ქორწილში, მათთან ერთად "სამაია" ვიცეკვე და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი. განაგრძეთ კითხვა