loader

"გაიცანი საქართველო" - ულამაზესი ფშავ-ხევსურეთი ჟურნალისტების ობიექტივში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაიცანი საქართველო" - ულამაზესი ფშავ-ხევსურეთი ჟურნალისტების ობიექტივში

ფშავ-ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კამპანია "გაიცანი საქართველოს" ფარგლებში სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის ფშავ-ხევსურეთში სამდღიანი ტური გაიმართა. პრესტურში მედიასაშულებების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ფშავში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი და სახლი მოინახულეს, ასევე სოფელ ჩარგალში ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები დათვალიერეს. ჟურნალისტებისთვის მოეწყო ხინკლის მასტერკლასი და დამბალ-ხაჭოს დეგუსტაცია. შემდეგ ისინი სოფელი კორშაში გაიმგზავრნენ, სადაც ეთნოგრაფიული მუზეუმი - კოშკი და საზაფხულო სკოლა "არტ ჰაუსი" დაათვალიერეს. შატილისკენ გზად დათვისჯვრის უღელტეხილი, ლებაისკარის კოშკი მოინახულეს. მეორე დღეს მედიის წარმომადგენლები შატილიდან სოფელ მუცოში გაემგზავრნენ, გზად ანატორის აკლდამები და რეაბილიტირებული მუცო დაათვალიერეს. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია "გაიცანი საქართველო" 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.