loader

"ესღა გვაკლდა" - სალომე გოგიაშვილის სიმღერით სოციალური ქსელი აღშფოთებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესღა გვაკლდა" - სალომე გოგიაშვილის სიმღერით სოციალური ქსელი აღშფოთებულია

ტელესახე სალომე გოგიაშვილი გია ჯაჯანიძის შოუს სეზონის ბოლო გადაცემის სტუმარი იყო.

გოგიაშვილმა გადაცემაში გიო ხუციშვილის სიმღერა "ზღვა ღელავს" შეასრულა, რომელსაც სოცქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა: „კარგი სიმღერაა და კარგი იქნებოდა, სხვას შეესრულებინა. ათ წელიწადში ერთხელ რომ იმღერებს, ის მომღერალი არაა“, „რა ვიცი, მე სამეგობროში მრცხვენია ასე სიმღერა, თუ არ დავლიე“, „გიო ხუციშვილის მეუღლემ თქვა, ჩემ დაუკითხავად ნუ მღერიხართო და ამან საერთოდ რა ქნა, როგორ მღერის“, „ვაი, ვაი, ყველა მღერის საჯაროდ, ვისაც გულში ემღერება“, „ესღა გვაკლდა. ვინც მართლა მღერის, იმას არ აჭაჭანებ არსად“ - წერენ კომენტარებში. განაგრძეთ კითხვა