loader

"ბოლოს რომ გნახე დაღლილი იყავი... ნუ გე­ში­ნია! ჩვე­ნე­ბი გე­ლო­დე­ბი­ან, გულ­ში ჩა­გიკ­რა­ვენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლოს რომ გნახე დაღლილი იყავი... ნუ გე­ში­ნია! ჩვე­ნე­ბი გე­ლო­დე­ბი­ან, გულ­ში ჩა­გიკ­რა­ვენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე

"ზუ­ზიკ, მე ბა­კუ­რი­ან­ში ვარ ბავ­შვე­ბით... ლიფ­ტში გა­გი­შე­შე­ბია წამი. ეს სი­სუ­ლე­ლე რომ წა­ვი­კი­თხე წელი გა­მი­შეშ­და და სი­ცხემ მომ­ცა. ვზი­ვარ გა­შე­შე­ბუ­ლი წე­ლით და ყვე­ლა მო­მენ­ტის აღ­დგე­ნას ვცდი­ლობ 16 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი! მა­ინც რა სუ­ლელ­პეტ­რე ხარ ლიფ­ტი რამ მო­გა­ფიქ­რე­ბი­ნა?! ბო­ლოს რომ გნა­ხე მივ­ხვდი დაღ­ლი­ლი იყა­ვი მე­გო­ბა­რო. სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, ვა­ი­თუ ვე­ღარ გა­უძ­ლოს­თქო...

ნუ გე­ში­ნია! ჩვე­ნე­ბი გე­ლო­დე­ბი­ან, გულ­ში ჩა­გიკ­რა­ვენ, ლა­მაზ სახ­ლში წა­გიყ­ვა­ნენ, სა­დაც არ არ­სე­ბობს დრო და მა­ტე­რია, ქი­რის თან­ხა, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი რო­ლე­ბი და ბო­რო­ტი უგუ­ლო შუ­რი­ა­ნი და ზე­რე­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი! იქ ერთი დიდი სივ­რცეა ქა­რიზ­მა­ტუ­ლი გუ­ლე­ბის­თვის და აბა შენ იცი, სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის ჩა­დე­ნა­ში ტოლი არ და­ი­ყე­ნო!

უბ­რა­ლოდ იცი რაზე ვბრაზ­დე­ბი? ძა­ლი­ან ადრე იყო ლიფ­ტის ამ­ბა­ვი, რამ­დენ­ჯერ გვი­ცი­ნია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გახ­სოვს? და სულ რომ მე­მა­ლე­ბო­დი ბო­ლოს, ყელ­ში გქონ­და ჩემი ლექ­ცი­ე­ბი... და მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი პა­თე­ტი­უ­რი ტექ­სტე­ბი, თი­თო­ნაც რომ არ მჯე­რო­და და წი­ნა­და­დე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ერ­თად ვი­გუ­დე­ბო­დით სი­ცი­ლით! მა­პა­ტიე, რომ ვერ გა­და­გარ­ჩი­ნე, ვერ და­გეხ­მა­რე რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, რად­გან ეს ერ­თა­დერ­თი იყო, რაც გუ­ლით გინ­დო­და, სხვა ყვე­ლა ცუდი შენი უდი­დე­სი ტა­ლან­ტის ცი­ხე­ში ჩას­მის ბრა­ლი იყო... არა­ფე­რი გჭირ­და ჩვე­ნი და­სახ­მა­რე­ბე­ლი... აქეთ დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­დი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­ე­ცათ.. მა­პა­ტიე "ბოლო გზა" და სა­ხალ­ხო და­ტი­რე­ბა აღე­მა­ტე­ბა ჩემს ძა­ლებს, მანდ ვერ და­გი­ნა­ხავ... შენ ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი! მე შენ ცო­ცხა­ლი მე­მახ­სოვ­რე­ბი, დრო­ე­ბით ცის­ფერ ბურთში მე­გო­ბა­რო...............უკვე ძა­ლი­ან დავ­ცო­ტავ­დით .... განაგრძეთ კითხვა