"გადახტომა უნდოდა და ვერ ბედავდა, მთხოვა ხელი მეკრა" - რას ამბობს 18 წლის გოგონა, რომელმაც მეგობარი ხიდიდან გადააგდო
15:51 / 18-08-2018
"გადახტომა უნდოდა და ვერ ბედავდა, მთხოვა ხელი მეკრა"-განაცხადა 18 წელის ტეილორ სმიტმა სატელევიზიო ინტერვიუში.
ინციდენტი ვაშინგტონში, რეგიონალურ პარკში მოხდა. 16 წლის ჯორდან ჰოლგერსონმა(Jordan Holgerson) მრავლობითი დაზიანებები მიიღო. გაუტყდა 6 ნეკნი, გაეხვრიტა ფილტვები და მიიღო სხვა შიდა დაზიანებები.
ჯორდანი აცხადებს, რომ მისი მეგობარი იმსახურებს დროებით ჩაჯდეს ციხეში.
კლარკის ოლქის პროკურატურამ დაადასტურა, რომ სმიტის სასჯელის ზომაზე მსჯელობს. პროკურატურის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.