loader

როგორ გადაარჩინა მამამ მეექვსე სართულის გისოსებზე დაკიდებული შვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადაარჩინა მამამ მეექვსე სართულის გისოსებზე დაკიდებული შვილი

ეს შემთხვევა ჩინეთში მოხდა, ქალაქ ფოშანში. 7 წლის ბიჭი სახლში მარტო იყო - დედამ ცოტა ხნით დატოვა, სანამ უმცროს გოგონას ბაღიდან გამოიყვანდა. მოულოდნელად, სასადილო ოთახიდან ხმაური გაიგო და რატომღაც გადაწყვიტა, რომ სახლში მძარცველები შეიჭრნენ. გაქცევა სცადა, ფანჯარა გააღო და ერთი სართულით ქვემოთ კონდიციონერის გისოსებით სცადა ჩასვლა...
რამდენიმე წუთში დედა დაბრუნდა შინ. როგორც კი შვილი დაინახა ფანჯრიდან, გისოსებზე დაკიდებული, მაშინვე დარეკა სამაშველოში და თავის ქმართან. ქმარმა მაშველებს მიასწრო, ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაძვრა მეშვიდე სართულის ფანჯრიდან და ბავშვს მიუახლოვდა. ამასობაში მაშველებიც მოვიდნენ, თოკი გადაუგდეს მამას, რომელმაც შვილს შემოახვია და თან ქვემოდან ედგა ბავშვს, სანამ მაშველებს ისინი თოკით მაღლა აჰყავდათ. მერე მასაც დაეხმარნენ და სახლში შეაბრუნეს.

მაშველებმა ჩინელი კაცის სიმამაცე აღნიშნეს, თუმცა მოუწოდეს საზოგადოებას, დაელოდონ პროფესიონალურ დახმარებას და თავად ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას.