loader

"სულ ორსული უნდა იყოს" - როდის აჩენს მეოთხე შვილს და ჩაცმის როგორი სტილი აქვს 9 თვის ორსულ ანუკი არეშიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულ ორსული უნდა იყოს" - როდის აჩენს მეოთხე შვილს და ჩაცმის როგორი სტილი აქვს 9 თვის ორსულ ანუკი არეშიძეს

ანუ­კა არე­ში­ძე და კახა კა­ლა­ძე მე­ო­თხე შვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან. ბავ­შვის სქე­სი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ წყვილს სამი ბი­ჭის შემ­დეგ გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნე­ბა.

დი­ზა­ი­ნერ­მა ორ­სუ­ლო­ბი­სას 22 კი­ლოგ­რა­მი მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა ზედ­მე­ტი წო­ნაც ძა­ლი­ან მო­იხ­დი­ნა და ორ­სუ­ლო­ბა­შიც იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ანუ­კი დახ­ვე­წილ სტილს არც ორ­სუ­ლო­ბი­სას ღა­ლა­ტობს და მუდ­მი­ვად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი სა­ორ­სუ­ლო სა­მო­სი აც­ვია, რო­მელ­საც საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად არ­ჩევს. მის სა­მოს­ში კვლავ ჭარ­ბობს ვარ­დის­ფე­რი და ხა­კის­ფე­რი ფე­რე­ბი.

ორ­სუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და "ინ­სტაგ­რამ­ზე" თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ათავ­სებს ახალ-ახალ ფო­ტო­ებ­სა და "სთო­რებს". ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, სა­დაც ანუ­კის Zara-ს ხა­კის­ფე­რი კაბა აც­ვია, დი­ზა­ი­ნერ­მა მი­ა­წე­რა, რომ მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი დარ­ჩა. ანუ­კის გა­მომ­წე­რე­ბი წე­რენ, რომ ის ულა­მა­ზე­სი ქალი და სა­მა­გა­ლი­თო დე­დაა. გამომწერები უწერენ, რომ ისეთი ლამაზია, სულ ორსული უნდა იყოს.