loader

მძიმე კადრები - ესპანელმა მამაკაცმა ცოლის დაღუპვის კადრები გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები - ესპანელმა მამაკაცმა ცოლის დაღუპვის კადრები გადაიღო

ესპანელმა მამაკაცმა მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, ესპანეთის მთიანი ადგილები დაეთვალიერებინა. გზადაგზა ჩერდებოდნენ და რიგრიგობით იღებდნენ ლამაზი ადგილების ფოტო და ვიდეოკადრებს.

ერთ-ერთი შესვენებისას მეუღლე მაღალი ტემპერატურის გამო მანქანაში დარჩა, ქმარი კი კლდეზე დაეშვა და მდინარის ფონის გადალახვის მერე დაიწყო ულამაზესი ადგილების გადაღება. მდინარის კალაპოტით დაწყებული, გადაღება მისი მანქანის მიმართულებით გააგრძელა და სწორედ ამ დროს მოხდა უბედურება - მანქანა, რომელიც ხელის მუხრუჭზე არ იყო დაყენებული, დაგორდა და ნელ-ნელა დიდი სიჩქარით დაეშვა დაღმართზე. ქალმა მანქანიდან გადმოხტომა ვერ მოასწრო, მანქანა რამდენჯერმე გადაბრუნდა და თითქმის ნაწილებად დაშლილი მდინარის ღრმაწყლოვან ადგილზე ჩავარდა.

ქალი ადგილზევე დაიღუპა, მისი მეუღლე კი სამაშველო სამსახურის და პოლიციის მოსვლის მერე, სიტუაციის გარკვევის შემდეგ დააკავეს.

მას ბრალად წაუყენეს არაწინასწარგანზრახული მკვლელობა. მამაკაცის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ მისმა ცოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო მანქანის დაგორებამდე. მანქანა გადატანილია ექსპერტიზაზე და მიმდინარეობს ექსპერტიზა, გამართული იყო თუ არა ჯიპის სამუხრუჭე სისტემა და ხელის მუხრუჭი.