loader

ინდოეთში ცნობილი პროფესორი პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში ცნობილი პროფესორი პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა

ინდოეთში პროფესორი რიტა ჯიტენდრა გარდაიცვალა პროგრამა "დილა მშვიდობისას" პირდაპირ ეთერში, როდესაც ცნობილი პროფესორი, მხატვარი და მწერალი საუბრობდა საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე.


ინტერვიუს დროს ქალმა თავი უკან გადასწია და შეწყვიტა საუბარი. კადრი უმალ შეიცვალა და უწყვეტად გადაცემის წამყვანს აჩვენებდნენ, რომელიც აშკარად დაბნეული იყო.

პროფესორი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს.


აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს დროს პროფესორი რიტა ჯიტენდრა განიხილავდა საკუთარი სიკვდილის შესაძლო ვარიანტს: ქალს უნდოდა, ისევე მომკვდარიყო, როგორც პრეზიდენტი აბდულა კალამი, რომელიც საკუთარ სამსახურში, უნივერსიტეტში ლექციის კითხვის დროს გარდაიცვალა.