loader

"ზურა წნევებით არის, გიჟს ჰგავს, გვერდით არავინ დაუდგა" - ზურა ყიფშიძეს ბინა ბანკმა გაუყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზურა წნევებით არის, გიჟს ჰგავს, გვერდით არავინ დაუდგა" - ზურა ყიფშიძეს ბინა ბანკმა გაუყიდა

ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს:

"საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და განხილვას საჯაროდ რაღაცების. პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი მიხედავს, ვინ ვინ არის და მიუგებს ყველა მაგის გამო…"

"საქართველოს ბანკი მინდა ავაფეთქო... ვითომ კაი ტიპები რომ არიან, არ გვაცადეს, დღეებზე იყო უკვე ბინის გაყიდვა და აუქციონზე გაგვეყიდა... მთელი ოჯახი ამის იმედზე ვიყავით. უსამართლობა არ არის? თიბისიც გვინდა რომ მივაყოლოთ... კიდე არ ჩამოვთვლი სიას ვიღაც-ვიღაცების... ბანკმა გუდიაშვილზე ბინა გაგვიყიდა... ზურა წნევებით არის გადაღებებზე და იქიდან რომ ვერაფერს აკეთებს, გიჟს ჰგავს... სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა" - წერს ლენუკა ყიფშიძე.