loader

ელიზაბეთ სტოუნი - ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელიზაბეთ სტოუნი - ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია

ელიზაბეთ სტოუნი, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, სადაც სტოუნი აშშ-ის სახელით ასპარეზობდა, მან რამდენიმე მედალი მოიპოვა. ელიზაბეთ სტოუნი წარმოშობით საქართველოდან არის.

დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი, ელიზაბეთ სტოუნი, იგივე ქეთევან ხურციძე, 22 წლის წინ ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ელიზაბეთი ფიქრობს, რომ სწორედ თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტის გამო თქვეს მასზე უარი მშობლებმა და ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარეს, სადაც იგი მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა ნახა, იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის ელიზაბეთ სტოუნს კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს. როდესაც ცურავს, პროთეზს იხსნის. ამიტომ ასპარეზობის დროს, 31 აგვისტოს, აუზთან ეტლით მივიდა.

31 აგვისტო ლონდონის პარაოლიმპიური ასპარეზობის ერთ-ერთი დაძაბული დღე იყო. ქალებს შორის 100-მეტრზე ზურგზე ცურვაში ოქროს მედალი თამაშდებოდა. 22 წლის სტოუნმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან დისტანცია 1 წუთსა და 12 წამში დაფარა და ფინიშთან მესამემ მიცურა.

ქეთევან ხურციძე გაშვილების შემდეგ სამშობლოში აღარ ჩამოსულა.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლება"

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე