loader

როცა გყავს ასეთი ბიჭები, შეიძლება ააწყო გუნდი, როგორსაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება - თემურ ქეცბაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა გყავს ასეთი ბიჭები, შეიძლება ააწყო გუნდი, როგორსაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება - თემურ ქეცბაია

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კმაყოფილია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშით და იმ თავდადებითა და ბრძოლით, რომელიც მათ აჩვენეს. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქაცბაიამ მადლობა გულშემატკივრებსაც გადაუხადა.

"ჩვენი ფეხბურთელები ერთ მუშტად იყვნენ შეკრულები და თუ ასე გავაგრძელეთ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ჩვენი მხრიდან უფრო თავდადება იყო, ვიდრე თამაში, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ნაკრებთან ეს დასაძრახი ნამდვილად არ არის. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ალბათ შედეგსაც მივიღებდით", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, ბოლო წუთებში თავდამსხმელის თავდამსხმელით ჩანაცვლება იმიტომ მოხდა, რომ იმედი არსებობდა, საქართველოს კვლავ ექნებოდა შანსი გოლის გატანის. "თამაშის ბედი მთლიანობაში ცვლილებებს არ გადაუწყვეტია. ჯერ შორს ვართ იმ თამაშისგან, რა თამაშიც ქართველ გულშემატკივრებს სურთ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 11 სექტემბერს გამართულ მატჩში მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.

სევე იხილეთ: საქართველო - ესპანეთი 0:1 - მატჩის საუკეთესო მომენტები