loader

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პეკინში გამარჯვება ცეკვით აღნიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პეკინში გამარჯვება ცეკვით აღნიშნა

პეკინში ორი მთავარი ფავორიტი გავიდა ფინალში - მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგის მეშვიდე ნომერს, ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა.

პირველ პარტიაში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უპირატესობა ჯოკოვიჩს ჰქონდა - მან მე-13 გეიმი 7:4 მოიგო. მეორე სეტში ნოვაკის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა - მან ორი ბრეიკის აღება შეძლო და საათსა და 41 წუთში 7:6, 6:2 გაიმარჯვა.

ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მეოთხე ტიტული სეზონში და 32-ე პროფესიულ კარიერაში. ამ გამარჯვებამ მას 530 ათასი დოლარი მოუტანა.

მატჩის შემდეგ ნოვაკმა კამერაზე, ტრადიციული ავტოგრაფის ნაცვლად, ჩინური იეროგლიფის მსგავსი გამოსახა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ ჩოგბურთელმა წითელ ხალიჩაზე  ტურნირის მომსახურე პერსონალთან ერთად იცეკვა სამხრეთ კორეელი მომღერლის, Psy-ის ჰიტად ქცეულ სიმღერაზე Gangnam Style.

www.sportall.ge