loader

თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" ბოსტონში იჩხუბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" ბოსტონში იჩხუბა

თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" 29 ნოემბერს, გამთენიისას, უპრინციპულესი მატჩი მოიგო ბოსტონში - 95:83. ამ მატჩში მოხდა დიდი ჩხუბი, რომლის შემდეგაც 4 მოთამაშე - კევინ გარნეტი, რაჯან რონდო, კრის ჰამფრი და ჯერალდ უოლესი თამაშიდან გააძევეს.

გარნეტის წინააღმდეგ ჰამფრის უხეშ თამაშს რონდომ მუშტი-კრივით უპასუხა და ბრუკლინელთა ფარქვეშ ჯგუფური ჩხუბი გაჩაღდა.

თორნიკე შენგელია განაცხადში არ ყოფილა. ქართველ ფორვარდს NBA-ს განვითარების ლიგაში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დროებით გაშვებას უპირებენ.

იხილეთ: თორნიკე შენგელიას მეორე მატჩი NBA-ში და ეფექტური ჩატენვა "ორლანდოსთან"