loader

უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციის მანქანის ნაცვლად კალაძის ესკორტში ჩაჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციის მანქანის ნაცვლად კალაძის ესკორტში ჩაჯდა

უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტის და კიევის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტის, გრიგორი სურკისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლას უხერხული ინციდენტი ახლდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის(სფფ) ხელმძღვანელებთან ერთად, მას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ესკორტიც დახვდა.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, სურკისს აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი, რეზო არველაძე დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მცირე გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციის მანქანის მაგივრად, ენერგეტიკის მინისტრის ესკორტში ჩაჯდა.

კითხვაზე, რა რეაგირება ექნება უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში მთავრობის ჩარევის შემთხვევაში, სურკისმა განაცხადა, რომ უეფა ასეთ საქციელს ყოველთვის შესაბამისი რეაგირებით ხვდება.

ამასთან, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, კახი კალაძეს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს ხვდება. მას არ ესწრებიან ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები და ისინი სურკისთან შეხვედრას ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აპირებენ.