loader

"ათწლეულის მოკრივე" - ხუან მანუელ მარკესმა მენი პაკიაო დაანოკაუტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ათწლეულის მოკრივე" - ხუან მანუელ მარკესმა მენი პაკიაო დაანოკაუტა

8 დეკემბერს მექსიკელმა მოკრივე ხუან მანუელ მარკესმა ფილიპინელი მენი პაკიაო დაამარცხა. ორთაბრძოლას, რომელიც 66,68 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა, ლას ვეგასის "გრანდ გარდენ არენამ" უმასპინძლა და მას WBO-ს ვერსიით "ათწლეულის მოკრივის" ტიტულის მფლობელი უნდა გამოევლინა.

39 წლის მარკესმა 33 წლის პაკიაო ნოკაუტში მეექვსე რაუნდის მიწურულს გაგზავნა. ბრძოლის პერიოდში ორივე მოკრივე თითოჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში - პაკიაო მესამე რაუნდში, მარკესი კი მეხუთეში.

ეს პაკაიოსა და მარკესს შორის გამართული რიგით მეოთხე ბრძოლა იყო. წინა ორ ბრძოლაში გამარჯვება ფილიპინელს დარჩა, ერთიც ფრედ დასრულდა.

პაკიაო მსოფლიოს ექსჩემპიონია რვა წონით კატეგორიაში, მარკესი კი - ოთხში. მექსიკელთან ბოლო ბრძოლის ჩათვლით, ფილიპინელმა თავის კარიერაში 61 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 54 მოიგო (38 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა, 5 კი დათმო.

მარკესისთვის პაკიაოსთან გამარჯვება კარიერაში 55-ე იყო (40 ნოკაუტით). ამასთან, 6 ბრძოლაში ის დამარცხდა, ერთი კი ფრედ დაასრულა.