loader

17 წლის მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 წლის მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

ინდონეზიელი მოკრივე ტუბაგუს საკტი რინგზე ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. 17 წლის მოკრივეს ტვინში სისხლი ჩაექცა. მერვე რაუნდში მოწინააღმდეგემ იკალ ტაბიდამ საკტის შანსები არ დაუტოვა და საკტიმ დანებება გადაწყვიტა. მან ორივე ხელი ასწია, თუმცა მსაჯმა დროზე არ შეაჩერა მატჩი და ტაბიდამ საკტის კიდევ რამდენჯერმე უთავაზა. ამის შემდეგ თინეიჯერმა მოკრივემ გონება დაკარგა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.