loader

ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ჩემპიონია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ჩემპიონია

ვალერი ლიპარტელიანი (90) საქვეყნოდ ცნობილი პარიზული ტურნირის ჩემპიონია. ნავსი გატყდა პირადად ფალავნისთვისაც და საქართველოსთვისაც - რაღაც დაუწერელი კანონით, ჩვენებურებს ხომ ყოველთვის უჭირდათ პარიზში მოგება. ლიპარტელიანმა კი ამ წარმატებით დაამტკიცა, რომ კრიზისი დაძლია და მეტოქეთათვის ძველებურად შეუჩერებელი გახდება.

შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გიორგი გუგავასა და დავით ასუმბანის შემდეგ ის მეექვსე ქართველია, ვინც ეს პრესტიჟული შეჯიბრება მოიგო.

სამივე სინჯის თითო მედალი, ანუ ჯამში სამი ჯილდო - ასეთი შედეგით დაასრულა ჩვენმა ნაკრებმა პარიზის "დიდ მუზარადზე" გამოსვლა. ვერცხლის მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მოიპოვა, ბრინჯაო - ამირან პაპინაშვილმა (60).

ლიპარტელიანმა იპონებით დაამარცხა აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი და ფრანგი ლუდოვიკ გობერტი, გაფრთხილებებით - რუსი ვიქტორ სემენოვი და უზბეკი დილშოდ ჩორიევი, ფინალში კი იუკოთი სძლია მისთვის ბოლო წლებში უხერხულად ქცეულ მეტოქეს, კუბელ მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ეშლი გონსალესს.

იხილეთ სრულად www.sportall.ge-ზე: ნავსი გატყდა - ვალერი ლიპარტელიანი პარიზული ტურნირის ჩემპიონია!