loader

გამორჩეული ორთაბრძოლები და ირაკლი ცირეკიძის სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამორჩეული ორთაბრძოლები და ირაკლი ცირეკიძის სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი

3 თებერვალს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე უტიტულოვანესი ქართველი ძიუდოისტის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ირაკლი ცირეკიძის აქტიური სპორტიდან გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონიალზე ქართველ ძიუდოისტს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა მოოქროვილი ბიბლია გადასცეს და დიდი სპორტიდან ახალ სარბიელზე - სამწვრთნელო ასპარეზზე გზა დაულოცეს.

ირაკლი ცირეკიძე Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა კითხვებს პასუხობს.

იხილეთ ინტერნეტკონფერენცია Sportall.ge-ზე